„ეკლესიაში ვგალობდი... პოზიტიური გოგო ვარ, ხალხს ძალიან შევუყვარდი“ - ცნობილი „ტიკ-ტოკერის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

ქეთი

ბოლო რამდენიმე თვეა, „ტიკ ტოკ“-ზე, ყველამ იცის ქართველი ქალის, ქეთი ეგიდუნაშვილის შესახებ. ის ცნობილია, როგორც სიმღერების მოყვარული ადამიანი. მას უკავშირდებიან და სთხოვენ სიმღერას და ცეკვას. მის ვიდეოებს, მილიონობით ნახვა აქვს.

ქეთის ექსკლუზიურად „პრაიმტაიმი“ ესაუბრა. 

ქეთი, პირველ რიგში მოგვიყევით თქვენს შესახებ, სად ცხოვრობთ და რას საქმიანობთ. 

მე ვარ ქეთი ეგიდუნაშვილი, ვცხოვრობ თელავში, კურდღელაურში. გავიზარდე მშობლიურ ოჯახში. თავიდან დავიწყე პიანინოზე დაკვრით არაფერი ისეთი, შემდეგ ეკლესიაში ვგალობდი და ახლაც დავდივარ ტაძარში, სწორედ აქედან გახდა ჩემი ცხოვრება მიზანდასახული. პოზიტიური გოგო ვარ და ასე მივდივარ წინ. შემდეგ გავხდი ცნობილი. 

მოგვიყევით, რამდენი ხანია რაც სოციალურ ქსელში ასეთი პოპულარობა მოიპოვეთ და თავიდან როგორ დაიწყეთ.

დაახლოებით 6 თვეა რაც ასე ხდება. სულ თავიდან, თბილისში ვიყავი ჩამოსული, რიყეზე პრეზენტაციებს ვატარებდი და ჩემით ვმღეროდი დინამიკზე მიკროფონით, რომ შემხედეს მითხრეს ხმა კარგი გაქვსო და აი ასე მითხრეს, რომ დაიწყე და გააგრძელე ეს საქმეო. ქუჩის მუსიკოსებთან ერთადაც ვიმღერე და ხალხს ძალიან შევუყვარდი, მიხარია, რომ ხალხს ვუყვარვარ.

 

@qeti.egidunashvil

 

♬ original sound - Qeti Egidunashvili