1737285948
„ძილში წავიდა მშვიდად… დავკრძალავთ და დანარჩენ თანხას სხვა მოხუცებს მოვახმართ" - თათია გიორგობიანი მოხუც ლექტორზე
"გარდაიცვალა… ვერ გადავარჩინეთ… საავადმყოფოში მიყვანისას უკვე ეტყობოდაო. ექიმმა თქვა, რომ ძილში წავიდა მშვიდად…
შეგროვებული თანხით დავკრძალავთ და დანარჩენს სხვა მოხუცებს მოვახმართ.
ბოდიში, მეტს ვერაფერს დავწერ…
მადლობა ყველას ვინც ეცადეთ გადაგვერჩინა…“- წერს მომღერალი თათია გიორგობიანი.
მანამდე მომღერალმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ კონსერვატორიის, 85 წლის ყოფილი ლექტორი ქუჩაში ღია ცის ქვეშ ათენებდა ღამეებს. იგი მოქალაქეებს სთხოვდა დახმარებას, თუმცა მოხუცის გადარჩენა ვერ მოხერხდა...
"კონსერვატორიის ყოფილი ლექტორია, მთელი ცხოვრება მაღალ მატერიებს, ხელოვნებას და კულტურას ემსახურა, თაობები გაზარდა და ახლა აღარავის დასჭირდა ბაბუ…2 თვეა ქუჩაში ცხოვრობს. ის 83 წლისაა, უკვე ღუდუშაურშია. შიმშილისგან არის უკიდურესად დასუსტებული. სჭირდება თანხები გამოსაჯანმრთელებლად. გთხოვთ, რომ ვისაც რით შეგიძლიათ, მინიმალურად მაინც, დავეხმაროთ“- წერდა თათია.