გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგო ხიდეშელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შოვში 14 მოქალაქეს ეძებენ. მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და არეალი ფართოვდება - ემატება ახალი ლოკაცია, მდინარე ჭანჭახის ხეობა და მინერალური წყლების მიმდებარე ტერიტორია.
„14 მოქალაქის საძიებო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში 24-საათიან რეჟიმში, რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის დაემატება მდინარე ჭანჭახის ხეობა, ეს ლოკაცია იქნება, სადაც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დაიწყებენ ძიების სამუშაოებს. ფართოვდება არეალი ე.წ. კალცის წყლის, მინერალური წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც მოხდება უკვე კოტეჯების მიმართულებით, ესე ვთქვათ, ფრონტის გახსნა და საძიებო სამუშაოების გაშლა“, - განაცხადა ონის მერმა.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 20 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები დაკარგულებს ისევ ეძებენ, მათ შორის არიან ბავშვები
ასევე ნახეთ:
ასტროლოგის საგანგებო მიმართვა - „გავუფრთხილდეთ ბავშვებს, სანამ ლილიტი ლომს არ დატოვებს“