„ძალიან საწყენია, მსგავსი რამ რომ გავიგე... ზიანი ადგება პაციენტს და რა თქმა უნდა - მეც“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ზაზა თელია

დერმატოლოგი

სამწუხაროდ, ინფორმაცია მაქვს რომ სოციალურ ქსელში შექმნილია „ზაზა თელიას პაციენტების ჯგუფი", 
რადგან ამ ჯგუფის შემქმნელები ან შემქმენლი ვერ ხვდება, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს მსგავსი კომუნიკაცია პაციენტებს შორის ან/და ინფორმაციის გაცვლა/გამოცვლა, მე ავუხსნი კიდევ ერთხელ, - ამის შესახებ დერმატოლოგ-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს.

„მსგავსი სამედიცინო ინფორმაციის გაცვლა არაეთიკურია, საზიანოა, პოტენციურად საშიშია, ასევე შესაძლებელია ბევრი არასწორი ინფორმაცია დაიწეროს ან ტყუილი, ან ფეიკპაციენტმა გაავრცელოს ფეიკინფორმაცია, საბოლოო ჯამში ზიანი ადგება პაციენტს, მის ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა - მეც.

ნამდვილად ამისთვის არ ვათენებ ღამეებს, რომ დღეში 1 000 პაციენტს ვუპასუხო და feedback მქონდეს მათთან, ეს ჩემითვის მძიმე შრომასთან არის დაკავშირებული და ძალიან საწყენია, მსგავსი რამ რომ გავიგე.
კომუნიკაცია ჩემს პაციენტებს შეუძლიათ ჩემთან, უკლებლივ ყველას ვპსაუხობ კითხვების არსებობის შემთხვევაში, არ ყოფილა განსხვავებული შემთხვევა ბუნებაში.

კატეგორიულად ვითხოვ, აღნიშნული ჯგუფი გაუქმდეს და მისი წევრობა დატოვოს უკლებლივ ყველამ! წინააღმდეგ შემთხვევაში ჯგუფში გაწევრიანებულ არც ერთ პაციენტთან მე ურთიერთობას აღარ გავაგრძელებ და დამერწმუნეთ ვიცი ყველა, ვინც გაწევრიანებულია. მადლობა და ჯანმრთელობას გისურვებთ,“ - წერს ზაზა თელია.