VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
უდიდესი ქართველი თეატრალური მხატვრის ვალერიან-სიდამონ ერისთავის 100-ზე მეტი ნამუშევარი ხელოვნების სასახლეს მუდმივ მფლობელობაში გადაეცა გვიხარია, ძალიან გვიხარია, - ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.
„დიახ, კულტურის სამინისტროსაგან ასეთი ძვირფასი საჩუქარი მივიღეთ, უდიდესი ქართველი თეატრალური მხატვრის ვალერიან-სიდამონ ერისთავის 100-ზე მეტი ნამუშევარი ხელოვნების სასახლეს მუდმივ მფლობელობაში გადაეცა. გვიხარია, ძალიან გვიხარია, თუმცა არიან ისეთებიც ვინც გვიკიჟინებენ, ნუ გაგიხარდებათ და მადლობასაც ნუ იტყვითო! მაინც გვიხარია და მადლიერებიც ვართ, რადგან ეს ის ეროვნული საგანძურია, რომლითაც მომავალი თაობები იამაყებენ!, “- წერს გიორგი კალანდია.