დოჰას მართლმადიდებლურ ბერძნულ ტაძარში კატარის მთავარეპისკოპოსმა არისტოვულოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა

დოჰა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს კატარში.  „დოჰას მართლმადიდებლურ ბერძნულ ტაძარში, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, კატარის მთავარეპისკოპოსმა არისტოვულოსმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.  სამწუხაროდ, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო, დოჰაში მცხოვრებმა ქართველებმა პანაშვიდზე დასწრება ვერ შეძლეს. ლოცვა არაბულ, ბერძნულ, რუმუნილ, ინგლისურ და ქართულ ენებზე აღევლინა“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.