გოგონა პარკში წაიყვანა და მეგობრებთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურა - საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა
1747889671
დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ახლობლები და მეგობრები იმყოფებიან. ისინი ითხოვენ პასუხს, თუ რატომ დააკავეს ჭიჭინაძე.
იზოლატორთან შეკრებილები მსახიობის დაკავებას საპროტესტო აქციებში მის მონაწილეობას უკავშირებენ.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, მსახიობი საკუთარი სახლიდან აიყვანეს. იქამდე ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია აღნიშნულზე ჯერ არ გაუვრცელებია.