„დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით კეთილ, გულწრფელ და სანდო ადამიანს...“ - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

გიორგი ფაჩუაშვილი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გიორგი ფაჩუაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ემიგრაციაში კიდევ ერთ ქართველ ახალგაზრდას ზაურ (გიორგი) ფაჩუაშვილს— კეთილ, გულწრფელ და სანდო ადამიანს, კარგ შვილს, კარგ მეგობარს და ღირსეულ ქართველს. პირადად ჩემთვის უახლოეს, თბილს და საიმედო ადამიანს. პანაშვიდი 11 სექტემბერი 4pm-8pm. 8519 New Utrecht AveBrooklyn, NY 11214“, - წერენ სოციალურ ქსელში.