ახალი ინფორმაცია კლინიკიდან, პატრიარქის მდგომარეობის შესახებ
1773730969
„დღეს ყველა ვლოცულობთ ჩვენი პატრიარქის ჯანმრთელობისთვის. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, მხნეობას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
მან საპატრიარქოს წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა.
„განსაკუთრებით მივესალმები საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს.
დღეს ყველა ვლოცულობთ ჩვენი პატრიარქის ჯანმრთელობისთვის. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, მხნეობას. დიდი მადლობა თქვენი მობრძანებისთვის და აქ ყოფნისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.