რა იწვევს კუჭის წყლულს და როგორ უნდა ვიკვებოთ კუჭის პრობლემებისას - ზაზა თელია განმარტავს
1775676162
დღეს ვნების შვიდეულის დიდი ხუთშაბათია. სახარების მიხედვით, სწორედ დიდ ხუთშაბათს დააწესა მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე 10:00 საათზე სამების ტაძარში წმინდა ბასილი დიდის წირვას აღასრულებს, 18:00 საათზე კი 12 ვნების სახარებას წაიკითხავენ.
ლიტურგიის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანის რიტუალი არ შესრულდება. წირვა ჩატარდება ყველა მოქმედ ტაძარში. დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება. ხვალ კი წითელი პარასკევია, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ.