ტრამპი: აშშ-ის ყველა გემი, თვითმფრინავი და სამხედრო დამატებითი აღჭურვილობით, შეიარაღებით და ყველაფრით დარჩება თავის პოზიციაზე ირანში და მის გარშემო რეალური შეთანხმების სრულ აღსრულებამდე

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკული ჯარი თავისი შეიარაღებითა და აღჭურვილობით დარჩება ირანში და მის გარშემო მანამ, სანამ ისლამურ რესპუბლიკასთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ყველა პირობა შესრულებული არ იქნება.

„აშშ-ის ყველა გემი, თვითმფრინავი და სამხედრო დამატებითი აღჭურვილობით, შეიარაღებით და ყველაფრით, რაც საჭიროა დამანგრეველი დარტყმის მისაყენებლად მტერს, რომელიც უკვე ძალიან დასუსტებულია, დარჩება თავის პოზიციაზე ირანში და მის გარშემო რეალური შეთანხმების სრულ აღსრულებამდე.

თუ რაღაც მიზეზის გამო ეს არ მოხდება, რაც ნაკლებად სავარაუდოა, დაიწყება სროლა, უფრო მასშტაბური და დამანგრეველი, რაც ოდესმე გინახავთ. ეს დიდი ხნის წინ იყო შეთანხმებული და საპირისპირო, ყალბი რიტორიკის მიუხედავად, ბირთვული იარაღი არ იქნება, ხოლო ჰორმუზის სრუტე ღია და უსაფრთხო იქნება.

ამასობაში, ჩვენი დიდებული არმია ემზადება და ისვენებს, შემდეგი ოპერაციის მოლოდინში. ამერიკა დაბრუნდა“, - დაწერა ტრამპმა.