-12 გრადუსი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1734926796
დღეს, 19 ნოემბერს, ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. მუსიკოსი 63 წლის გახდებოდა.
ირაკლი ჩარკვიანმა მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს ჯგუფ „არიშთან“ ერთად დაიწყო. ამის შემდეგ ის დადა დადიანთან, ბიჭიკო ოსიპოვთან და კახა კიკაბიძესთან ერთად ჯგუფი „ტაქსის“ წევრი იყო, რომელმაც 1990-იან წლებში ქართველ მსმენელში საკმაო პოპულარობა მოიპოვა.
1990-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსი ასევე უკრავდა ჯგუფ „Children's Medicine-ში“, 1990-იანი წლების მიწურულს კი მონაწილეობდა პროექტ „Daira-ში“.
ირაკლი ჩარკვიანმა პირველი სოლო ალბომი „Svan Songs“ 1993 წელს გერმანიაში ჩაწერა. თავისი სიცოცხლის განმავლობაში, მთლიანობაში, მუსიკოსს, მეტსახელით „მეფე“, 4 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.
მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა მის მიერ უკანასკნელ წლებში შექმნილი სიმღერების ორი სტუდიური ალბომი „ძირს მეფე“ და „თეთრი ღმერთი“.
მომღერალი 44 წლის ასაკში 2006 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა.
გთავაზობთ ჩანაწერს, როგორ იხსენებდა გელა ჩარკვიანი ირაკლის დაბადებას:
„1961 წლის 19 ნოემბერს ბიჭი შეგვეძინა, ირაკლი. მაშებით გამოიყვანეს და პარეზის გამო პირველ დღეებში ძალიან ცუდი შესახედი იყო. ფილტვების ანთებაც დაემართა და ერთხელ მაგიდიდანაც ჩამოგვივარდა. ჯერ კიდევ მშობლებთან, კამოს 4-ში ვცხოვრობდით, თუმცა, მალე, ნანას დედამ 30-იანებში დახვრეტილი მეუღლის რეაბილიტაციის საფუძველზე, ვაკეში, არაყიშვილის 8-ში მიიღო ბინა და იქ გადავედით.
მე არქიტექტორობას შევეშვი და სწავლა უცხო ენათა ინსტიტუტში განვაგრძე. ბავშვობაში დორას მიერ ნასწავლი ინგლისური გამომადგა, თუმცა, გადავწყვიტე, მისი ცოდნა, ასე ვთქვათ, სრულქმნილებამდე მიმეყვანა და დღეში 100 ახალ სიტყვას ვსწავლობდი. მშობლები თვეში 80 მანეთს მაძლევდნენ. დამატებით ფულს მაუდ-კამვოლის კომბინატთან და რადიოქარხანასთან არსებული თვითმოქმედი ორკესტრების ხელმძღვანელობით და მათთვის პარტიტურების წერით ვაკეთებდი. ზოგჯერ, ტრიკოტაჟის ქარხნის კლუბში ცეკვებზეც ვუკრავდი. თუმცა თანდათან ინგლისურის მასწავლებლობაზე გადავედი.
ჩემი პირველი მოწაფეები მეზობელი ბავშვები – ირინა გორგაძე და და-ძმა გოგოტაძეები იყვნენ. ირაკლი იზრდებოდა და მზარდი ინტერესით უსმენდა ჩემს ფორტეპიანოზე დაკრულს. ერთხელაც, თვითონ მიუჯდა მოსკოვიდან ჩამოტანილ, ყოველთვის ოდნავ აშლილ Красный Октябрь-ს და გამომიცხადა, ახლა მე დაგიკრავ იკაროსის და დედალოსის ამბავსო. თავისი პირველი კომპოზიცია ირაკლიმ დაღმავალი გლისანდოთი დაამთავრა – იკაროსი ზღვაში ჩავარდა“.
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872