ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა - BBC
1746565193
7 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედის წმინდა ანას მიძინების დღეს მოიხსენებს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედა, ნეტარი ანა, მართალი იოაკიმეს მეუღლე იყო. ცოლ–ქმარი ღვთის სიყვარულით ცხოვრობდნენ. წესისამებრ შემოსავლის ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდნენ, მეორეს გლახაკებს უნაწილებდნენ და მხოლოდ მესამედს იტოვებდნენ. მხოლოდ ერთი სადარდებელი ჰქონდათ, შვილი არ ჰყავდათ.
დიდ დღესასწაულებზე ცოლ – ქმარი იერუსალიმში ადიოდნენნ. ერთხელაც, როცა იოაკიმე ტაძარში მივიდა მსხვერპლის შესაწირად, მღვდელმთავარმა მისი ძღვენი არ მიიღო, როგორც უშვილობით ღვთისაგან დასჯილის. გულდათუთქული იოაკიმე სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა, სირცხვილი აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.
როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანნაც ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. ამ დროს თვალი მოჰკრა ჩიტის ბუდეს, რომელშიც ბარტყები ჟივჟივებდნენ. გულდაწყვეტილმა ანამ წამოიძახა: “ყველა ნუგეშობს შვილებით. მხოლოდ მე ვარ უშვილო და უნუგეშო”.
უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოსი წარსდგა და უთხრა: “ანნა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება ასულის სახელად მარიამი. იგი გახდება დედა ღვთისა”.
ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა და მასაც აუწყა სასიხარულო ამბავი. გახარებულმა იოაკიმემ და ანამ ტაძარს მიაშურეს, ისინი იერუსალიმის კარიბჭესთან შეხვდნენ ერთმანეთს და სიხარულით გადაეხვივნენ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ქალწულს ღმერთს შესწირავდნენ.
მართლაც, ორმოცდაათი წლის შემდეგ ანამ მუცლად იღო და შვა ქალწული, რომელსაც მარიამი უწოდეს. სამ წლამდე მარიამი მშობლებთან იზრდებოდა, სამი წლისა კი, აღთქმისაებრ, იოაკიმემ და ანამ ტაძარში წაიყვანეს.
მარიამის დაბადებიდან მალე იოკიმე გარდაიცვალა, ანა კი ტაძრის მახლობლად დასახლდა. გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში ღვთისმშობლის ხარებამდე ცოტა ხნით ადრე.
წმინდა ანა განსაკუთრებით ეწევა უშვილო წყვილებს..წმინდა ანას მადლი გფარავდეთ ყველა ანას და ყველა მართლმადიდებელს
ლოცვა ამ დღეს წასაკითხი
„იხარებს აწ ანა, ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი, და ზრდის ყოვლად-უხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოთ მისით კაცთა მხოლო დედა, ქმრისა გამოუცდელი“