დღეს, ღამის 2 საათიდან ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე, ქვეითად მოსიარულეებისთვის მოძრაობა შეიზღუდება - დეტალები

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 მარტის 02:00 საათიდან, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე ქვეითად მოსიარულეებისთვის მესხიშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის საორგანიზაციო ღონისძიებებისთვის, 22 მარტის 02:00 საათიდან, დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე ქვეითად მოსიარულეებისთვის მოძრაობა შეიზღუდება მესხიშვილის ქუჩაზე.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ დასახელებულ დროის მონაკვეთში, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.