დღეს, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებს შეასრულებს

ნიკოლოზ რაჭველი

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ 17:00 საათზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სარეპეტიციო სივრციდან  საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებს შეასრულებს და ამით გამოხატავს სოლიდარობას უკრაინის მიმართ.

რაჭველი მოუწოდებს სხვა არტისტებსაც, სურვილის შემთხვევაში, შეუერთდნენ.

„დღეს, 5 საათზე ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სარეპეტიციო სივრციდან უკრაინელი ხალხის, ჩვენი კოლეგების, მეგობრების და მათი სუვერენული სახელმწიფოსადმი თანადგომისა და მხარდაჭერის გამოსახატავად შევასრულებთ საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებს.

უკვე შემოგვიერთდა უკრაინელების უსაყვარლესი არტისტი, ნინო ქათამაძე და ჩემს კოლეგებს შორის, ვისაც ექნება დრო და სურვილი ამ პატარა, მაგრამ გულიან აქციას შემოუერთდეს, შეუძლია გვეწვიოს აღმაშენებლის 182-ში (ყოფილი მუსკომედიის და ამჟამად საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობა). პატივისცემით, ნიკოლოზ რაჭველი. მშვიდობა და სოლიდარობა უკრაინას!“, - წერს რაჭველი.