სურსათის ეროვნული სააგენტო „ბაკურიანი ციდა“ წყლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
1738753475
უახლესი მეტეოროლოგიური შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ჰაერის ტემპერატურა 5 თებერვლიდან ქვეყნის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილზე, ხოლო 6-დან აღმოსავლეთში, არსებულთან შედარებით შესამჩნევად დაიკლებს, ცივი ამინდი მომდევნო 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, - ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს.
მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნაწილებში ითოვებს, ზოგან ძლიერად.
„რაც შეეხება დაბლობსა და ბარს, დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, წვიმასთან ერთად შესაძლებელია მხოლოდ თოვლჭყაპი, ინტენსიური თოვა მოსალოდნელი არ არის.
მნიშვნელოვანია, დაიცვათ რთული მეტეო პირობების დროს არსებული რეკომენდაციები, უახლესი მეტეოროლოგიური შეფასებები და ადრეული გაფრთხილება - შესაძლო თოვის, ყინვისა და შეზღუდვების შესახებ“,- წერს მეტეოროლოგი.