1765830524
„დღეიდან ახალი სახლი აქვთ ამ ლამაზ, კუდრაჭა გოგოებს“ - ქობულეთში 4 ოჯახს სახლები გადაეცათ
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 4 ოჯახს ინდივიდუალური სოციალური სახლები გადაეცათ. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ავრცელებს.
„2023 წელს, ქობულეთში, დამატებით 12 ოჯახისთვის აშენდება სოციალური სახლი. ქობულეთში დაიწყო მრავალბინიანი სოციალური სახლების მშენებლობა, სადაც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 120 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს ბინებს.“ - აცხადებს რიჟვაძე.












