ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას ჟიურის ნაცვლად? - ცვლილებები, რომელიც „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონში იქნება

პრაიმ ჰაუსი

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. მონაწილეების ვინაობა ცნობილია, თუმცა, ამ დრომდე უცნობი იყო, თუ რა ცვლილებები შევიდა პროექტის შინაარსში.

ახლა უკვე, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჟიურის ნაცვლად, ინკოგნიტო ხმა მიიღებს.

ასევე, სიახლეა „პრაიმ ჰაუსი კულუარები“ - პროექტის მიმდინარეობისას, ყოველ კვირას, 23:00 საათზე ეთერში გავა რა ხდებოდა ლაივ შოუს ეთერს მიღმა.