1740593204
„დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“ (NED) აშშ-ის კონგრესის მიერ გამოყოფილ თანხებზე წვდომა შეეზღუდა, რის გამოც ორი ათასამდე პარტნიორის მხარდაჭერას აჩერებს

„დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ ინფორმაციით, კონგრესის მიერ გამოყოფილ თანხებზე წვდომა შეეზღუდა, რის გამოც თითქმის ყველა სახის ოპერაციას აჩერებს.
განცხადების თანახმად, პირველად ორგანიზაციის 40-წლიან ისტორიაში, ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს და იძულებული გახდა, შეაჩეროს მხარდაჭერა მსოფლიოში, თითქმის 2 000 პარტნიორისთვის.
ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაფინანსების 95 პროცენტი კონგრესიდან არის უზრუნველყოფილი და არ განიხილება უცხოურ დახმარებად, თუმცა დაფინანსება განმარტების გარეშე შეწყდა.
განცხადების მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ მცირე დაფინანსება, როგორც საგარეო დახმარების აღმასრულებელი ბრძანების ნაწილი.
„დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ორგანიზაცია თავის სფეროში, რომელიც ყოველი დოლარის 83 ცენტს მიმართავს ძალისხმევაზე, რომელიც წინააღმდეგობას უწევს კორუფციას, ხელს უწყობს ღია მთავრობას და მხარს უჭერს კანონის უზენაესობას. ეს ძალისხმევა არამარტო ადგილობრივ თემებს აძლიერებს, არამედ ქმნის თანაბარი თამაშის პირობებს ამერიკული ბიზნესისა და მუშებისთვის. როდესაც მთელს მსოფლიოში ცხოვრობენ თავისუფლებაში, მათ შეუძლიათ შექმნან უფრო აყვავებული საზოგადოებები – რაც ამერიკას უფრო უსაფრთხოს და კონკურენტუნარიანს ქმნის. კონგრესის მანდატი ეყრდნობა დიდი ხნის ორპარტიულ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს თავისუფლებას მთელ მსოფლიოში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვეძლოს დაფინანსებაზე წვდომა, რაც შეიძლება მალე განვაახლოთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა“, – აღნიშნულია განცხადებაში.