ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია - მოძღვრის მოსაზრება
1779824841
დემენცია ერთ დღეში არ ჩნდება. მეხსიერების დაკარგვას, დავიწყებულ სიტყვებსა და დაბნეულობას, როგორც წესი, წინ უძღვის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც შესაძლოა ათწლეულებით ადრე იწყებოდეს — ზოგჯერ ჯერ კიდევ ბავშვობაში ან დაბადებამდეც კი.
დემენციის რისკს სმენისა და მხედველობის პრობლემებიც ზრდის
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ზოგი რისკ-ფაქტორი აშკარაა — მაგალითად, ქალა-ტვინის ტრავმები მომავალში ტვინის ფუნქციის გაუარესებას პირდაპირ უკავშირდება.
თუმცა არსებობს ნაკლებად შესამჩნევი ფაქტორებიც. კვლევების მიხედვით, სმენის ან მხედველობის დაკარგვაც ზრდის დემენციის განვითარების რისკს.
ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი სოციალური აქტივობის შემცირებაა. როდესაც ადამიანი ნაკლებად ურთიერთობს გარემოსთან, ტვინი ნაკლებ სტიმულს იღებს, რაც დროთა განმავლობაში მის ფუნქციონირებაზე აისახება.
ბავშვობის კვალს ტვინი მთელი ცხოვრება ინახავს
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგები, როცა მეცნიერები ადამიანებს ათწლეულების განმავლობაში აკვირდებოდნენ.
აღმოჩნდა, რომ სიბერეში არსებული კოგნიტური შესაძლებლობები ხშირად პირდაპირ კავშირშია იმ უნარებთან, რომლებიც ადამიანს ბავშვობაში ჰქონდა.
ეს ნიშნავს, რომ ტვინის განვითარებასა და გონებრივი შესაძლებლობების შენარჩუნებაში ადრეული წლები გაცილებით დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ადრე ეგონათ.
რას გვირჩევენ სპეციალისტები
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს კვლევები დემენციის „განაჩენს“ არ ნიშნავს. გენეტიკისა და გარემოს გავლენის მიუხედავად, პრევენცია მაინც ძალიან მნიშვნელოვანია... სრულად