21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
გასულ კვირას, ქუთაისის გზაზე ავარიის დროს დაშავებული გიორგი ჩოროკაია კლინიკაში გარდაიცვალა. ახალგაზრდა შემთხვევის დროს მამასთან ერთად იმყოფებოდა. 50 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა.
ბიჭს მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს უძღვნიან.
„რა ბედი დაგეწერა ასეთი, ვაი შენს დედას, ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს... ნათელი შენს ლამაზ სულს, რა დასანანია...“;
„რატომ ხდება ასეთი საშინელება, რატომ, როგორ განადგურდა ლამაზი ოჯახი... ღმერთო, რატომ არ შეიცოდე ტანჯული დედა, რამდენს უნდა გაუძლოს ... ათ დღეში დაკარგა მეუღლე და უსაყვარლესი შვილი, გიორგი... საცოდაობით იწვის მთელი ჩხოროწყუ“.