ვინ გატეხა ვაზა? - სახალისო თავსატეხი
1726209933
„საახალწლო სოფელი“, რომელიც 24 დეკემბერს გაიხსნა, დედაენის ბაღში დასკვნითი კონცერტით დაიხურება.
კონცერტი დედაენის ბაღში 14 იანვარს, 20:00 საათზე დაიწყება.
„გიწვევთ დედაენის ბაღში დასკვნით კონცერტზე, რომელიც რუსუდან მორჩილაძემ მოამზადა ძველით ახალი წლისთვის. ჟანრობრივად მრავალფეროვან მუსიკალურ საღამოზე, სხვადასხვა თაობის ქართველი შემსრულებლები და ჯგუფები, მუსიკალური ბენდის თანხლებით, საახალწლო და ყველასთვის საყვარელ სიმღერებს შეასრულებენ.
კვლავ გელით „საახალწლო სოფელში“, ამავე დროს, მოგმართავთ თხოვნით, გავითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება, ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და ვატაროთ პირბადე. ასევე, ვაქცინა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამცავი შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ 11 იანვარს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ვინ გატეხა ვაზა? - სახალისო თავსატეხი
1726209933
როგორ გაიგოთ, როდის დაქორწინდებით
1726214536