თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძესთან ერთად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ცენტრის სასწავლო პროექტებში აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეების ჩართულობის საკითხი განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის სკოლებში STEM განათლების - მათემატიკის, ინფორმატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებულ სწავლებასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე.
ბერიკა შუკაკიძემ სტუმრებს საბუნებისმეტყველო კლუბ „ჩხირკედელას“ ბაზაზე არსებული ლაბორატორია დაათვალიერებინა და კლუბის მუშაობის პრინციპები და STEM პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე ცენტრისა და სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთის სკოლებში მოქმედი დისტანციური სწავლების გაძლიერების საკითხზეც იმსჯელეს.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.