VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი შოვის ტრაგედიის დროს, დავით ჯელაძისა და მისი დისშვილის ბრძოლის ისტორიას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„ძალიან შეეშინდა.. იმ ხემდე უნდა მივიდეთ, რომ გადავრჩეთ-მეთქი, მეწყერი დაგვეჯახა და მაშო მხრებთან აღარ მყავდა, დავინახე, ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული“ – როგორ გადაურჩა დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად შოვის სტიქიას
„დავით ჯელაძე როგორც ესაუბრებოდა ურთულეს წუთებში 6 წლის მაშოს, უთანხმებდა ყველაფერს, უხსნიდა (ასაკის შესაბამისად), ამხნევებდა, თან მისი გადარჩენისთვის იბრძოდა, მის უსაფრთხოებას პირველ რიგში აყენებდა – ეგ არის მთელი ბავშვის უფლებათა კონვენცია და კოდექსი ერთად.
მისი ბავშვთან ურთიერთობა, მინდა მახსოვდეს, მთელი ამ ჯოჯოხეთის სინათლედ“, – წერს ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში.