„დავიფიცე, რომ აღარასდროს ჩავიდენდი მკვლელობას, რასაც აქამდე პირნათლად ვასრულებდი...“ - რის შესახებ წერს ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე უკრაინაში მოვლენებს ეხმაურება და უდანაშაულო მოსახლეობის სიკვდილის გამო მწუხარებას გამოთქვამს ( სტილი დაცულია )

„უკანასკნელი მკვლელობა ხუთი წლის წინ ნიუ იორკში ჩავიდინე, ავტობუსისხელა ტარაკანა მოვკალი, რომელმაც ჩემი ტერიტორიული მთლიანობა უხეშად დაარღვია. ძრწოლამ რომ გადამიარა და დავხედე, უსულოდ როგორ ეგდო ახოვანი, წარმოსადეგი, ცრემლით დავიტირე.. რაღა უნდა მექნა, ვერ გავაცოცხლებდი. ფეხებში ხელი მოვკიდე, გვამი გადავათრიე და დავიფიცე, რომ აღარასდროს ჩავიდენდი მკვლელობას, რასაც აქამდე პირნათლად ვასრულებდი. ახლა კი რა ხდება - რამდენი დაადუღეს? ამდენი ათასი? - ცოტაა!!! ცოტაა!!!! - განგაში მაქვს, მეცოტავება..

აი ესაა ომი და ვინც ნაზი ხმით გმობს ამ ბოროტებას, რომელიც გვასახიჩრებს მაშინაც, თუ მართლები ვართ, გვასახიჩრებს მაშინაც, თუ ცოცხლები გადავრჩებით, კაცობრიობის წინაშე ისეთივე დამნაშავეა, როგორიც პუტინი. არა შუა საუკუნეებში, არამედ მეოცეში, გუშინ დავამარცხეთ ჰიტლერი და სრულიად ცოცხალ მეხსიერებაში გვაქვს, რა ფასი აქვს დუმილს, ბოროტების მორჩილებას და მით უმეტეს, მასთან კოლაბორაციას და მაინც, ცივილიზებულ ხალხებს შორის დღესაც უამრავია, ვინც დუმს და ელის საით გადაიხრება სასწორი“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.