„დათიკომ ფეხის ამბავი გაიგო და ვაჟკაცურად მიიღო“ - დათის დედა

დათი

დილა მშვიდობისა დათიკომ, რომ ფეხის ამბავი გაიგო ძალიან ვაჟკაცურად მიიღო, - ამის შესახებ დათის დედა სოციალურ ქსელში წერს.

„პირველი რაც იკითხა იყო „ჩემმა ძმებმა თუ იციანო“. თითქოს დიდად არ გამოხატავდა ემოციებს და მიხაროდა რა მშვიდად მიიღო-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შინაგანად ძალიან განცდებშია და დეპრესია დაგვეწყო. სულ დაღლილია და ეძინება. გული მტკივაო, ამბობს. აღარც მადა აქვს და სულ უხასიათოდაა. ძალიან ოფლიანობს და სატურაციას ვეღარ ვიჭერთ ჟანგბადის ნიღბის გარეშე. თავიდან ფილტვების ანთება ან კოვიდი გვეგონა, მაგრამ გამორიცხეს. მჯერა, ამასაც მალე გადავაგორებთ“, - წერს დათის დედა. 

8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი 31 მარტს დაეჯახა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ რეკვიზიტზე:

TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა.