დასახელდა დაცული ტერიტორია, რომელსაც ვიზიტორები ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ

კანიონი

წალკის კანიონი ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორისაა - მიმდინარე წლის 7 თვეში, კანიონს ვიზიტორთა რაოდენობის 8% ესტუმრა და ხუთეულში მოხვდა.

თბილისიდან დაახლოებით ორი საათის სავალ გზაზე, ბრილიანტის ხიდსა და უამრავ ატრაქციას, მრავალფეროვანი თავგადასავლებისთვის, ყოველდღიურად 800-დან 1 100-მდე ვიზიტორი სტუმრობს.

"ვიზიტორების რაოდენობა არის გაზრდილი, ბოლო 7 თვის განმავლობაში, 8%-ით და ყოველდღიურად ჩვენ ვმასპინძლობთ 800-დან 1100 სტუმრამდე. აქ მოსულ სტუმარს ელოდება ეს ულამაზესი ბუნება პირველ რიგში, ეს ულამაზესი ყელსაბამი კანიონზე. ძალიან ცნობილია უკვე მთელ მსოფლიოში, შემიძლია თამამად ვთქვა, ჩვენი ბრილიანტის 360 კაფე-ბარი. [ვიზიტორებს] ელოდება ასევე კოტეჯები, ვილჰაუსები, რომელიც არის ძალიან კომფორტული და შეესაბამება 5-ვარსკვლავიანი სტანდარტებს,” - აცხადებს "ქასს დაიმონდ რეზორტის" გენერალური მენეჯერი მაია კუკავა.