დანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსული გაზის იმპორტის ხარვეზების აღმოფხვრის გზას სთავაზობს - ,,ბლუმბერგი“

ბლუმბერგი

,,ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დანიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესთავაზა, გაზის იმპორტიორებს დაეკისროთ ვალდებულება, წარმოადგინონ მტკიცებულებები იმისა, რომ გაზი რუსეთში წარმოებული არ არის.

„წინადადება ასევე ითვალისწინებს, რომ რუსული გაზის მიწოდება მოქმედი ერთ წელზე ნაკლები ვადის კონტრაქტებით შეწყდება არაუგვიანეს 2026 წლის 17 ივნისისა, გარდა უნგრეთის და სლოვაკეთისთვის, ხოლო არსებულ გრძელვადიან შეთანხმებებზე მიწოდების აკრძალვა ძალაში შევა 2027 წლის ბოლოს“, – წერს „ბლუმბერგი“.

სააგენტოს ინფორმაციით, დანია ცდილობს, რუსული გაზის აკრძალვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმდეს 2025 წლის ოქტომბრამდე, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს მოლაპარაკებები ევროპარლამენტთან, რათა წლის ბოლომდე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ.