ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
პუტინმა ყველაფერი იმის საპირისპიროდ გააკეთა, რაც თქვა, ვფიქრობ, ტრამპს რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზე აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინმა ანკორიჯში შეხვედრისა და სატელეფონო საუბრის შემდეგ, როდესაც ევროპელი ლიდერები და ზელენსკი თეთრ სახლში იმყოფებოდნენ, ყველაფერი იმის საპირისპიროდ გააკეთა, რაც თქვა. პირიქით, მან საზიზღარი ფორმებით დაბომბვის კამპანია გააძლიერა“, – აღნიშნა ბესენტმა.
ბესენტის თქმით, ტრამპს რუსეთზე სანქციებით ზეწოლის „ყველა ვარიანტი მაგიდაზე აქვს“.
„ვფიქრობ, ამ კვირაში მათ ძალიან ყურადღებით შევისწავლით“, – აღნიშნა ბესენტმა.