„მზიანი, კეთილი, სიცოცხლით სავსე გოგონა...“ - ხონში ტრაგიკულად დაღუპულ კიდევ ერთ მოსწავლეს გლოვობენ
1745070288
უკრაინაში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი 31 წლის ნიკოლოზ გელენიძის ცხედარი
ფოთში საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. იქ, სადაც ახლა მისი ოჯახი ცხოვრობს.
მამის ცხედარს სახლში ორი მცირეწლოვანი შვილი ელოდება.
„დაიბადა იმ გემზე, რომელ გემსაც ბომბავდნენ რუსები. გაიზარდა ფოთში. წავიდა უკრაინაში საბრძოლველად. ნამდვილად იყო წესიერი, პატიოსანი, ზრდილობიანი, უაღრესად წესიერი და პატიოსანი ბიჭი იყო. მისი ცუდი არავის არ გაახსენდება. ნამდვილად დაიღუპა გმირულად. პატრიოტი იყო. უკვე 3 თვეა, რაც უკრაინაში წავიდა. არავინ არ იცოდა ისე წავიდა," - ამბობს მისი ახლობელი.
ნიკოლოზ გელენიძე უკრაინაში სექტემბრის დასაწყისში ისე წავიდა, რომ ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
გელენიძეს 28 ნოემბერს ფოთში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, საომარ მოქმედებებში 57 ქართველი მოხალისე დაიღუპა. მათ შორის რამდენიმე მებრძოლის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათი ცხედრები რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება.