რატომ არ შეიძლება ჯვრის ჯაჭვზე ტარება - სასულიერო პირის განმარტება
1760290590
თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლები გვიან ღამით კარზე კაკუნის ხმამ გააღვიძა. პოლიციის ჯგუფები მთელს სადარბაზოში მოსახლეობის გამოკითხვას აწარმოებდნენ. მათ სწორედ სამართალდამცველებისგან შეიტყვეს, რომ ეზოში, საბავშვო მოედანზე, სამი ცხედარი იყო - ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და 13 წლის ბიჭის. სამივე კორპუსის ბოლო სართულიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.
ვინ არიან გარდაცვლილები? "კურიერი P.S." მათი ვინაობა ექსკლუზიურად გაარკვია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - 48 წლის ელენა ზინინა, 48 წლის ვლადიმირ ბოჭკო და 13 წლის ალექსანდრ ზინინი, რომელიც, სავარაუდოდ, დედის გვარს ატარებდა. გავარკვიეთ, რომ საქართველოში ჯერ მამაკაცი და არასრულწლოვანი შემოვიდნენ, მოგვიანებით კი მათ მოზარდის დედაც შეუერთდათ. ოჯახი თბილისში სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობდა, პირველ ოქტომბერს კი, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, მათ სახლი ისანში, საცხოვრებელი კომპლექსის ბოლო სართულზე იქირავეს. "კურიერი P.S.-მა" გაარკვია უძრავი ქონების აგენტის ვინაობაც, რომელსაც ოჯახთან ბოლო კომუნიკაცია ჰქონდა. თამარ კონცელიძე გვიყვება, რომ, მდგმურების მოთხოვნით, ბინა რაც შეიძლება მაღალ სართულზე უნდა ყოფილიყო.
ბინა ნომერი 81 ახლაც დალუქულია. აქ საგამოძიებო მოქმედებების კვალი ადვილად შესამჩნევია. ჩვენი ინფორმაციით, შიგნით შესულ სამართალდამცველებს ადგილზე უცნაური სურათი დახვდათ - სახლი საგანგებოდ იყო დალაგებული, ჭურჭელი ახლად გარეცხილი, ბინაში არ იყო არანაირი პირადი დოკუმენტი ან იდენტიფიცირებისთვის საჭირო რაიმე ნივთი. მეზობლებს არ გაუგიათ არათუ ხმაური, არამედ რაიმე საეჭვო გადაადგილებაც კი. მკვლელობის ვერსია გამოირიცხა, რადგან კორპუსში დამონტაჟებული ვიდეო კამერის ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ბინაში, ოჯახის გარდა, სხვა პირი არ იმყოფებოდა - და რა მოხდა სინამდვილეში?
წერილი, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ, "კურიერი P.s.-ისთვისაც" გახდა ცნობილი. გავარკვიეთ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე 22-ე სართულიდან ჯერ პარკში გახვეული ფეხსაცმელები გადმოყარეს. იქვე მიმაგრებული იყო წერილი, სადაც გარდაცვლილთა რელიგიურ შეხედულებებზეა საუბარი. წერილში ნახსენებია რამდენიმე სახელიც. ოჯახი, მათ მადლობას უხდის.
წერილის შინაარსი ადგილობრივებს აფიქრებინებს, რომ მომხდარი შესაძლოა სახიფათო რელიგიურ კულტს უკავშირდებოდეს. ეჭვებს ამყარებს კომპლექსში დამონტაჟებული ვიდეოთვალის ჩანაწერებიც. "კურიერი P.S." შეგნებულად არ ასაჯაროებს, თუმცა კადრებში რამდენიმეწამიანი ინტერვალით ასახულია ჯერ არასრულწლოვანი ბავშვის ვარდნა, შემდეგ მამაკაცის და ბოლოს - ქალის.
მანანა ტუაევა, რომელიც დიდი ხანია რელიგიური სექტების ფსიქოლოგიას სწავლობს, "რუსთავი 2-თან" ამბობს, რომ მსგავსი ხელწერით ტრაგედიები სხვადასხვა ქვეყანაშიც დაფიქსირებულა. ტუაევა არ გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევაშიც საქმე რომელიმე კულტს და ფანატიზმს უკავშირდებოდეს.
ნავთლუღის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. "კურიერი P.S.-ის" კამერამ საგამოძიებო მოქმედებები მრავალსართულიანი კორპუსის სახურავზეც დააფიქსირა. ერთ-ერთი ვერსიით, ტრაგედიამდე ოჯახი სწორედ კორპუსის სახურავზეც იმყოფებოდა. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, გარდაცვლილი ოჯახის ახლობლებისთვის მომხდარის შესახებ ცნობილია, თუმცა ცხედრები ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროში რჩება. საგამოძიებო ორგანოს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია.