VIDEO: სტამბოლი-ბათუმის რეისი წარმატებით დაფრინდა - ნახეთ, სრული მანევრი
1746903904
მამა საბა ჭიკაიძე, დათა თავაძის სპექტაკლს გამოეხმაურა და მას "წარმოუდგენელი ღვთის გმობა" უწოდა.
"მინდა შევეხო იმ ძალიან მძიმე თემას, რომელიც დღეს ყველა ჩვენგან გვაწუხებს. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ერთ-ერთი თეატრის დასმა, რომელიც თავის თავს სამეფო უბნის თეატრს უწოდებს და კონკრეტულად რეჟისორმა დათა თავაძემ, დადგა რაღაც სპექტაკლი, რომელსაც თავისუფლება უწოდა. ეს მნიშვნელოვანია თავისუფლება რომ უწოდა, რადგანაც მათ ასე ესმით როგორც ჩანს თავისუფლება.
ჩვენ წარმოუდგენელი ღვთის გმობა ვიხილეთ. ჩემთვის ყველაზე მძიმე იცით რა არის? იმაზე მეტად, რომ თავად ეს სპექტაკლი არსებობს, დაიდგა და გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც ამ სპექტაკლში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, რომლებიც გაეცნენ იმ სცენარს, მათ ეს ტექსტი წარმოიდგინეთ დაისწავლეს, სახლში იჯდნენ, მუშაობდნენ და სწავლობდნენ, თუმცა კიდევ უფრო მძიმე ჩემთვის ის არის, რომ ამ სპექტაკლს საკმაოდ მრავალრიცხოვანი მაყურებელი ჰყავს. მე როგორც მითხრეს, ეს სპექტაკლი ოქტომბრიდან მოყოლებული ანშლაგებით გადის და ბილეთის შოვნა ძალიან რთულია, ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი, რაც კი უნახავთ. აი ეს, ნამდვილად ტრაგედიაა.
ღვთის გმობაც არის და ღვთის გმობაც, არსებობს რაღაც გარკვეული საზღვრები, როგორ არ გვინახავს და არ მოგვისმენია წლების განმავლობაში, წაგვიკითხავს, გაგვიგია თუ როგორ აშკარად გმობდნენ ღმერთს ადამიანები. ხანდახან შეფარულად ხდება ეს, ირიბად, მაგრამ სხვა არის, როდესაც ეს ხდება პირდაპირ, დაუფარავად.
ხდება ღმერთის გინება, ყოვლადწმინდა სამების, იესო ქრისტეს გინება, შებილწვა, ყურში რომ არ შეიშვება ისეთი სიტყვების თქმა. მე ის მაოცებს, რომ ამ მსახიობს, ნუთუ არაფრის ეშინია, ან ამ რეჟისორს, ასეთი უღმერთოები როგორ არიან. მართლა არ ჯდება ჩემს გონებაში. საერთოდ მე ისეთი ადამიანი ვარ, ვცდილობ ჩემი ცოდვილობიდან გამომდინარე, ყოველ ადამიანს გამართლება როგორმე მოვუძებნო, თუმცა ეს ის შემახვევა, როდესაც მე ძალიან მიჭირს რაიმე სახის გამართლება მოვუძებნო.
მე ვთვლი, რომ ეს არის ზნედაცემულობის და ღმერთ დაკარგულობის ფსკერი. ეს ადამიანები, ეს კონკრეტული მსახიობი, რეჟისორი თავიანთი სულით, თავიანთი არჩევანით დღესვე ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში იმყოფებიან.
ბოროტი ძალის, ეშმაკის თანაზიარნი არიან. მე ძალიან მინდა, რომ მათ მიხვდნენ, სანამ ისინი ცოცხლობენ, სანამ ისინი ამ ქვეყანაზე არიან, სანამ პირში სული უდგათ და სანამ სინანულისთვის დრო აქვთ განკუთვნილი ღვთისაგან, ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ეკლესია აუცილებლად ილოცებს მათთვის - მე პირადად ვილოცებ. გული დამეწვა, რომ ვუყურებდი, - როგორ შეიძლება, ქართველი ადამიანი, 100 000 ქართველი მოწამის შთამომავალი ადამიანი, ასეთ დონეზე დაეცეს, ასეთ დონეზე დავარდეს, ასეთ ფსკერამდე დავიდეს.
ქართველი მოწამეების შთამომავალი, რომლებიც დაუფიქრებლად უნდა სწირავდნენ საკუთარ თავს ქრისტეს გამო, ხატზე ფეხს არ აბიჯებდნენ და თავიანთი შვილების სიცოცხლეს სწირავდნენ და დღეს, დღევანდელი ქართველები, ჩემი შვილების თაობა იმდენად დაეცნენ, რომ კადრულობენ ასეთ უკადრებელს. ეს წარმოუდგენელია ჩემო ძვირფასებო - არის რაღაც საკითხები, სადაც გაჩუმება დანაშაულია. არ შეიძლება ამის გატარება, არავითარ შემთხვევაში, ჯანსაღად მოაზროვნე ყოველმა ქართველმა აუცილებლად უნდა აიმაღლოს ხმა, ყველამ თავისი ტრიბუნიდან თავისი სათქმელი აუცილებლად უნდა თქვას. მთელმა ქვეყანამ, მთელმა ერმა, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, - ჩვენ ხომ გვაქვს ამის ამბიცია, ჩვენ ხომ გვაქვს ამის პრეტენზია, რომ ჩვენ მართლმადიდებელი თავდადებული ქრისტიანები ვართ, ხომ?! უნდა გამოვხატოთ ერთხმად, ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ.
აუცილებლად უნდა დაიგმოს - უნდა დაიგმოს სახელმწიფო დონეზეც, სამთავრობო დონეზეც, უნდა დაგმონ თავად თეატრალებმა, ხელოვნების მოღვაწეებმა უნდა დაგმონ ეს ყველაფერი, რადგან მსგავსი სპექტაკლები მათაც უსვრის სახელს. ჩვენ არაერთი ღირსეული მსახიობი ვიცით, რომლებმაც ეპოქა შექმნეს, რომელთაც ჩვენ ძალიან დიდ პატივს მივაგებთ, რომელთა სპექტაკლებზეც თაობები გავიზარდეთ, რომლებიც ზნეობას, პატრიოტიზმს, სიყვარულს, მეგობრობას ქადაგებდნენ. დღეს რა ხდება, დღეს სადამდე დავეცოთ? იცით, რისი ბრალია ეს ყველაფერი? დღეს ღირებულებების წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა, ყველაზე საშინელი ომი. იცით როგორი განცდა მქონდა ეს კადრები რომ ვნახე? ორი გრძნობა ირეოდა ჩემში - თან რაღაც საოცარი ბრაზი, რომ წარმოუდგენელ რაღაცას ვისმენდი ქართველი ადამიანისაგან და, ამავდროულად, უკიდურესი სიბრალული ადამიანის მიმართ.
ქართველები, ჩვენი შვილები არიან ეს ადამიანები ჩემო ძვირფასებო, ვინც ღმერთს აგინებენ ასე სახალხოდ, აშკარად, დასცინიან ჩვენს რელიგიურ გრძნობებს, ყველაფერს ღირებულს, ქართულს, ტრადიციულს, ქართულ ოჯახს... ეწევიან რაღაც უზნეობის პროპაგანდას - ამაზე წლები იმუშავეს, სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთაც დღეს უკვე შეუწყდათ ეს დაფინანსება, რომლებიც ფინანსდებოდნენ გარედან შემოსული თანხებით. კი, შეიძლება ბევრი კარგი საქმეც გააკეთეს - მოდი, ამასაც ნუ დავუკარგავთ, მაგრამ ასე იქცევა საერთოდ ეშმაკი, არასოდეს არ გთავაზობს საწამლავს, როგორც საწამლავს, 100 კარგს გააკეთებს და ერთ ისეთ ცუდს გამოურევს, რომელიც დაგღუპავს და გაგანადგურებს. შენ უკვე იმ 100-ში იმ ერთ ცუდს ვეღარ არჩევ," - განაცხადა მამა საბამ.