ალასკის შეხვედრის შემდეგ აქტიურად გრძელდება მოლაპარაკებები უკრაინულ მხარესთან - "მსურველთა კოალიციის" ლიდერები დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ისაუბრებენ

კოალიცია

ალასკის შეხვედრის შემდეგ აქტიურად გრძელდება მოლაპარაკებები უკრაინულ მხარესთან. "მსურველთა კოალიციის" ლიდერები დღეს შეხვედრას გამართავენ. ევროპელი ლიდერები ვიდეოკონფერენციის ფორმატში ისაუბრებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებენ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით კი, აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში მიიწვია, სადაც ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტი უნდა ჩავიდეს.