დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი განცხადებას ავრცელებს. 

„მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები
რისკები:
 კანის ნაადრევი დაბერება და პიგმენტური ლაქები
 კანის კიბოს განვითარების საფრთხე
მხედველობის დაზიანება (კატარაქტა)
მაღალი რისკის ჯგუფები:
 ღია ფერის კანის, თმისა და თვალის მქონე პირები
 6 წლამდე ასაკის ბავშვები და 60+ წლის პირები
როგორ დავიცვათ თავი?
 მოერიდეთ პიკურ საათებს: 10:00-დან 16:00 საათამდე
 გამოიყენეთ მზისგან დამცავი: SPF 30+ (წაისვით გასვლამდე 20 წუთით ადრე, განაახლეთ ყოველ 2 საათში)
ატარეთ დამცავი სამოსი:
 ფართოფარფლებიანი ქუდი, მუქი სათვალე და ღია ფერის ნატურალური ტანსაცმელი
დამწვრობის შემთხვევაში:
 არ გახეთქოთ ბუშტუკები და მოერიდეთ მზეს
 მიმართეთ ექიმს: თუ დამწვრობა მიიღო ერთ წლამდე ასაკის ბავშვმა, აღინიშნება მაღალი სიცხე ან ძლიერი ტკივილი",- ნათქვამია განცხადებაში.