უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

კრივოი როგი

ომი გრძელდება უკრაინაში. კრივი რიჰზე რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, დაშავებულია 130 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, მათგან 29, მათ შორის ხუთი ბავშვი, მძიმე მდგომარეობაშია. შეტევა განხორციელდა ზაპოროჟიეზეც, რასაც 3 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საპასუხო დარტყმებს ახორციელებს უკრაინაც, რუსეთის სამარის ოლქში განადგურდა კომპანია ოზონის ჰაბი.

ასევე, იერიში განხორციელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. დადასტურდა ოკუპირებულ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსული "სუ-24ემ" თვითმფრინავის განადგურება. სანქტ-პეტერბურგის მახლობლად კი დაიწვა სამხედრო-სამრეწველო ზონა.