1791439526
„ჩვენთვის არავითარი რისკი არაა“ - პაატა იმნაძე რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“
„თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა. იქაც არ გავრცელდება. ჩვენთვის არავითარი რისკი არაა“ - განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.
რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო ყირგიზეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი საზღვარზე ჯანდაცვის კუთხით, უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. ყაზახეთში პრევენციული ზომები ამოქმედდა, მათ შორის სანიტარული და საკარანტინო კონტროლი სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე. მედიის ინფორმაციით, საზღვარზე ჯანდაცვის კუთხით უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ყირგიზეთმა და უზბეკეთმაც










