„გიზიარებთ სამწუხარო ამბავს, გარდაიცვალა ჩვენი სამრევლოს წევრი“ - 12 მოციქულის სახელობის ეკლესია
1780605343
სოციალურ ქსელში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები 30 წლის ალექსანდრე საკანელაშვილს ემშვიდობებიან.
„ჩვენო ტკბილო, თბილო და კეთილო ვაჟკაცო. სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა დედასთან და საყვარელ ძმებთან ერთად. ძალიან გვატკინეთ გული“.
„ალექს, ძალიან მენანები ცივი მიწისთვის. შენ ხომ სიცოცხლით სავსე ბიჭი იყავი“.
„ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, დასანანია ასეთი ახალგაზრდები რომ ტოვებენ ამ ქვეყანას. თანაგიგრძნობთ ყველას“.
„ძალიან კარგი ადამიანი იყო, როგორ დამენანა, ნათელში იყოს მისი სული“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ალექსანდრე საკანელაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროდან იყო. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ახალგაზრდა მოულოდნელად, ძილში გარდაიცვალა.