1732386875
„ჩვენი შემოქმედებითი ოჯახიდან არც ერთ არტისტს არ აქვს სცენაზე დგომის სურვილი...“- 14 ოქტომბერს დაგეგმილი პრემიერა გადაიდო
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, 14 ოქტომბერს დაგეგმილი პრემიერა "ქართული კინომუსიკის შედევრები - მეხსიერების ბარათი #2" გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, შემოქმედებითი გუნდის არც ერთ არტისტს არ აქვს სცენაზე დგომის სურვილი და შინაგანი რესურსი.
„ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო 14 ოქტომბერს დაგეგმილი პრემიერა "ქართული კინომუსიკის შედევრები - მეხსიერების ბარათი #2" გადავიტანეთ 19 ოქტომბრისთვის.
ჩვენი შემოქმედებითი ოჯახიდან არც ერთ არტისტს არ აქვს ხვალ სცენაზე დგომის სურვილი და შინაგანი რესურსი.
ეს რაც მოხდა იმდენად შემზარავია, რომ სცილდება სიტყვიერი შეფასების შესაძლებლობებს…
ვუთანაგრძნობ პატარა ანგელოზის მარიტას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და მთელ ჩვენს საზოგადოებას, ვისთვისაც უსაზღვროდ მძიმე და დაუვიწყარი დღე გათენდა…“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.