ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე გარდაიცვალა
1735145613
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიღებული ქალა-ფუძის მოტეხილობით, ახალგაზრდა მორაგბე საბა ჭეიშვილი გარდაიცვალა.
10 დღე იბრძოდნენ მედიკოსები, თუმცა, სამწუხაროდ, ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯი „ალმა მატერი“ საბა ჭეიშვილს ემოციური პოსტით ემშვიდობება.
„დღეს ქუთაისური მზეც რა მორიდებულად ანათებს, ღრუბლებს მიღმა იმალება, თითქოს რაღაცის რცხვენიაო…
შერცხვებოდა აბა რა იქნებოდა! დილით ჩვენი მზე ბიჭის გულის ძგერა შეწყდა სამუდამოდ!
ანგელოზთა საუფლოვ, ერთი ლამაზი, ხუჭუჭა, მზისფერი ანგელოზი შემოემატა თქვენს რიგებს. გთხოვთ, დააფრთიანოთ, გულზე მიიკრათ და უფალთან წარუძღვეთ ზეციურ ცხოვრებაში ახალფეხშედგმულ
საბა ჭეიშვილს!“, - ნათქვამია კოლეჯის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ წერილში.