„ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით...“ - შს მინისტრი გუდაურში დაღუპულთა ოჯახის წევრებს

გომელაური

ვახტანგ გომელაური ორბელიანების სასახლეში გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო და ოჯახის წევრებს სიტყვით მიმართა:

„სულ ვამბობ და მინდა კიდევ გავიმეორო, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით, თუ რამით შეიძლება, ცოტათი მაინც შეგიმსუბუქოთ ეს დიდი  ტკივილი დღევანდელი ღონისძიებაც, ზუსტად ამის გამოძახილია“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გუდაურთან სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას დაღუპული გმირების დაფასებისთვის.

„მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ ქალბატონო პრეზიდენტო. ეს არის დიდი დაფასება ყველასთვის, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველას სახელით.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს გვერდში დგომისთვის, დაფასებისთვის.მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გვერდში დგომისთვის, იმ ტკივილის გაზიარებისთვის, მეუფეებს, მეუფე შიოს, სრულიად საპატრიარქოს.„- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სხვა სიახლეები