„ჩვენ ეს გმირები დავკარგეთ, გამოცდილი, პროფესიონალები“ - ვახტანგ გომელაური ტრაგიკულად დაღუპულ მფრინავებზე

მინისტრი

ვახტანგ გომელაურმა, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე მფრინავებისა და მაშველების შესახებ ისაუბრა:

„ძალიან მძიმე და ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რა თქმა უნდა,.. რაც შეეხება საქმიანობას, მფრინავის, მაშველის, სპეც. დანიშნულების რაზმის წევრის - ეს ყოველთვის არის დაკავშირებული რაღაც საფრთხესთან ჩემზე უკეთესად იციან მფრინავებმა, მაშველებმა...

ჩვენ ვხედავდით კადრებს , ძალიან მძიმე კადრებია, რასაც აკეთებენ და სადაც მუშაობენ მფრინავებიც და მაშველებიც .. უფრო მძიმეებიც მინახავს ჩემი თვალით..

თითქმის ყოველდღიურად არსებობს რისკის ფაქტორი. ზაზას მე ძალიან კარგად ვიცნობდი, 1997 ან 1998 წელი იყო როდესაც მე გავიცანი ზაზა, მაშინ მე სპეც. დანიშნულების რაზმში ვმსახურობდი და ოპერაციაზე მათ დავყავდით ხოლმე. შემდეგ ლევანიც, დიმაც... 

ანდრო იყო ყველაზე პატარა, ახალი მფრინავი ასე ვთქვათ, ერთ-ერთი წარმატებული და მაგარი მფრინავი იყო .. ჩვენ ეს გმირები დავკარგეთ, გამოცდილი, პროფესიონალები...“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.