VIDEO: ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1737320386
"ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ საქართველო ჩვენი მეზობელია" - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში, ალი ქაან ორბაიმ თურქულ მედიასთან განაცხადა.
"თურქეთში, მიწისძვრით დაზიანებულ რეგიონებში ცივი ზამთარია, ამიტომ გვჭირდება თბილი ტანსაცმელი, გამათბობლები, გენერატორები, სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები.
საქართველო ამ ყველაფერს საკმარისზე მეტს გვაწვდის. უფრო მეტიც, მიწისძვრის პირველ დღეებში საქართველომ თურქეთში სახანძრო ბრიგადა გაგზავნა. ძალიან გაგვიმართლა, რომ საქართველო მეზობლად გვყავს.
ეს ჰუმანიტარული დახმარება არის საქართველოს მთავრობის მიერ პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით გამოყოფილი მილიონი ლარის ნაწილი. საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიერ ასეთი დიდი დახმარებისთვის ჩვენ მადლიერნი ვართ ჩვენი ძმების. მადლობა საქართველოს".