„ჩვენ არ შევცვლილვართ...“ - როგორები არიან ყველაზე ცნობილი ბავშვები დღეს

ყველაზე ცნობილი ბავშვები

სოციალურ ქსელში ყველაზე ცნობილი, მეგობარი ბავშვები - მარიამი და ბექა, სოფელ ქვეშეთიდან, დღეს რუსთავი2-ის მაყურებელმა გადაცემა „შუადღის“ ეთერში იხილა.

ბექა და მარიამი საზოგადოებამ 6 წლის წინ გაიცნო და შეიყვარა. 2019 წელს, მარისა და ბექას ფოტო ფოტოგრაფმა გიორგი ნადირაშვილმა გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მათ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმისთვის საბჭოთა პერიოდის სამოსი ჩააცვეს და ფოტო გადაუღეს. ფოტომ პოპულარობა მალევე მოიპოვა და მას შემდეგ ყველა მარისა და ბექას შესახებ საუბრობდა.

ისინი ახლა 13 და 12 წლისანი არიან.

როგორც გაგრძელდა მათი მეგობრობა, როგორ სწავლობენ და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, ამის შესახებ მარიამ იმედაშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ: