ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო - პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა

გამოფენა

თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შეემატება. შენობის ესკიზის მიხედვით, აქამდე აუთვისებელი ადგილები ახალ ფუნქციას შეიძენს. 5 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. აშენდება ორსართულიანი შენობა, რომელიც 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.

საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაშვებულია - დღეიდან, პროექტი მშენებლობის ეტაპზე გადავიდა. მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. ტერიტორია ნარჩენებისგან გაიწმინდა და შენობის საძირკვლის მოსაწყობად მომზადდა.

კიდევ ერთი თანამედროვე, კომფორტული და უსაფრთხო საბავშვო ბაღი თბილისში - პროექტი ბავშვების საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს. ბაღს სპორტული და მუსიკალური დარბაზებიც ექნება. ღია აქტივობებისათვის მოეწყობა ეზო.

დედაქალაქში სულ 6 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, სამს კი რეაბილიტაცია უტარდება. ამ დროისთვის თბილისელებს 191 საჯარო ბაგა - ბაღი ემსახურება.

✕