1793204737
ესპანეთში, სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა
ესპანეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. მედიის ინფორმაციით, ავარიის შედეგად 179 ადამიანი დაშავდა.
მადრიდსა და ანდალუსიას შორის ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია.
როგორც ესპანური მედია წერს, ერთმანეთს შეეჯახა მადრიდი-სევილიის მარშრუტზე მოძრავი ორი მატარებელი: კომპანია Siemens-ის მიერ წარმოებული Renfe AVE-ს მატარებელი, რომელსაც 397 ადამიანი გადაჰყავდა და კომპანია Hitachi-ს Iryo-ს მატარებელი, რომელშიც 147 მგზავრი იმყოფებოდა.
ესპანური მედიის თანახმად, შეჯახების მომენტში მოძრაობა ხორციელდებოდა „გვერდითი სიგნალების ბლოკირების“ (BSL) რეჟიმში, რაც გამოწვეული იყო LZB სისტემის გაუმართაობით - სისტემისა, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის სრულ უსაფრთხოებას.










