ჭიათურის N2 საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

ჭიათურის N2 საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„დიდი გულისტკივილით გემშვიდობებით ჩვენი ბაღის დამსახურებულო, მრავალი თაობის აღმზრდელო, დედასავით თბილო, ტკბილო, კეთილშობილო, ღირსეულო ადამიანო და საიმედო მეგობარო.

თქვენი იუმორი, თანადგომა, მხარდაჭერა და ბავშვებისადმი უანგარო ზრუნვა მუდამ ფასეული დარჩება ყველა ჩვენგანისთვის.

მშვიდად განისვენეთ. თქვენი ადგილი მუდამ იქნება ჩვენს გულში არასოდეს დაგივიწყებთ ძვირფასო ლილი მასწავლებელო.

მთელი კოლექტივი ვუსამძიმრებთ ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი სითბო და სიყვარული ერთხელ მაინც უგრძნია.

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი იქ სადაც მართალნი განისვენებენ“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

 

✕