„ჩემო ცქრიალა გოგო, გული გამეგლიჯა ... ჩვენო ანგელოზო, შენთან რა უნდოდა სიკვდილს...“ - 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

 ნინი მიქელაძე

ბათუმში სტუდენტი გოგო გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში ,,ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე ავრცელებს. მისივე ცნობით, 22 წლის ნინი მიქელაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან იყო და ბათუმში სწავლობდა.

ტრაგედია ბათუმში. გლოვობს ჩემი ლანჩხუთი, ხაჯალია. გარდაიცვალა 22 წლის სტუდენტი, ნინი მიქელაძე, რომელიც ბათუმში სწავლობდა. დედისერთა შვილი...  

...ცეკვის დროს უცებ დავარდა და როცა საავადმყოფოში წაიყვანეს, გზაში გული გაუჩერდა...

ვუსამძიმრებ სრულიად გურიას... შენთან რა უნდოდა სიკვდილს...“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში. 

სხვა სიახლეები:

კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის ვიდეო, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმის მთავარი მტკიცებულება გახდეს - ახალი დეტალები

შვიდკვირიანი ჯოჯოხეთი - რას ჰყვებიან "ჰამასის" ტყვეობაგამოვლილები - რატომ ჩამოართვა ხელი მძევალმა ტერორისტს, გათავისუფლების დროს?