,,ჩემო პატარა, ღიმილიანო ბიჭო, მტკივა ყველაფერი... არ მინდა დაჯერება და გააზრება..." - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან

ილია

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პოსტშია აღნიშნული, თიანეთის ფილიალის მოხალისე, ილია აფციაური ტრაგიკულად გადრაიცვალა.

„საქართველოს წითელი ჯვარი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თიანეთის ფილიალის მოხალისის, ილია აფციაურის, ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ილიას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.
ილია ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და აქტიური მოხალისე იყო“,  - წერია ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, ილია უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ბიჭი სიონის ტბაში დაიხრჩო.

გარდაცვლილს სოციალურ ქსელში ემოციური კომენტარებით ემშვიდობებიან:

,,ჩემო პატარა, ღიმილიანო ბიჭო, მტკივა ყველაფერი, არ მინდა დაჯერება და გააზრება".

,,სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამ დიდ ტრაგედიას. ნათელი მის ლამაზ სულს".

,,კიდევ ერთი კარგი შვილი დაკარგა თიანეთმა და საქართველომ! რამხელა ტრაგედია დაატყდა ოჯახს! ვუსამძიმრებ ყველას და თანავუგრძნობ!"

 

ასევე ნახეთ:

გიორგი ყიფშიძე მეუღლეს დაშორდა - ნახეთ, რას წერს ლენუკა ყიფშიძე

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რა ღირს 1 აშშ დოლარი და ევრო - ეროვნულმა ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა

ქართველ ქალს, რომელმაც თურქეთში ქმარი საქათმეში ნაჯახით მოკლა პატიმრობა შეუფარდეს - კიდევ ვინ დააკავა პოლიციამ