“ჩემი სახელით პაციენტებს არასწორი მედიკამენტებით მკურნალობს…” - ცნობილი რეპროდუქტოლოგი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი

ცნობილი რეპროდუქტოლოგი, მანანა მგალობლიშვილი, საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

"ძვირფასო მეგობრებო, ეს არის პროფილი, რომელიც თავს ასაღებს, რომ არის მანანა მგალობლიშვილი და ჩემი სახელით პაციენტებს “მკურნალობს”.

დღეს ქუთაისში მომმართა ამ ფეიკის ონლაინ მკურნალობით დაზარალებულმა პაციენტმა, რომელიც გვიან მიხვდა, რომ ეს მე არ ვიყავი. ასევე მომიყვა მისი მეგობრის შესახებ, რომელიც ასევე შეცდომაში შეიყვანა ამ ფეიკმა და მასაც “უმკურნალა”. როცა მომიყვა 
რა მედიკამენტებით მკურნალობდა, ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა.
გთხოვთ, დაარეპორტეთ აღნიშნული პროფილი, რადგან ის საზოგადოებისთვის მართლაც ძალიან საშიშია",-წერს მანანა მგალობლიშვილი.