„ჩემი პასუხი იმ ბოროტებას, რაც „მთავარმა არხმა“ გაავრცელა“ - ვანო ჯავახიშვილი მიმართვას ავრცელებს

ვანო ჯავახიშვილი

ვანო ჯავახიშვილი „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც მისი არხიდან წასვლას ეხებოდა სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება:

„ჩემი პასუხი იმ ბოროტებას, რაც „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ძალიან ვწუხვარ მეგობრებო, ეს არ უნდა გექნათ. გავეცანი „მთავარი არხის“ განცხადებას ჩვენი გუნდის წასვლასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე ვფიქრობდი რომ არ იქნებოდა კარგი შიდა ამბების გარეთ გამომზეურება, უბრალოდ ახლა ვთვლით რომ ეს არის ჩვენი გუნდის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. სიმართლე ის არის, რომ ფინანსური კრიზისის გამო არხზე ჩვენი გადაცემები მართლა დაიხურა (''ვანოს შოუ'', ''ახალი შაბათის შოუ'' , ''მთავარი ბიჭები'', ‘’მთავარი გოგოები’’) და არხზე დარჩა ისეთი გადაცემები, რომლებსაც სპონსორები ჰყავდათ . სამი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აბსოლუტურად უხელფასოდ და ერთი წამითაც არ გაგვიჩერებია ეთერი. ჩემი გუნდის თანამშრომლები ჩაცვივდნენ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, დავალიანება დღემდე დავალიანებად დარჩა, იმის მიუხედავად, რომ არხზე დარჩენილი თანამშრომლები ჩვეულებრივად იღებენ ანაზღაურებას. რაც შეეხება მთავარი არხის შემოთავაზებას, არხმა შემოგვთავაზა შემდეგი: მხოლოდ დარჩენს ‘’ვანოს შოუ’’, ხოლო დანარჩენი გადაცემები დაიხუროს. ეს ნიშნავდა იმას რომ გუნდის 70% სახლში უნდა გაგვეშვა, ის ადამიანები რომლებიც მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში გვერდში გვედგნენ და ბოლომდე მოგვყვებოდნენ. ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებიც არც ერთი წამით არ იხევდნენ უკან, როცა არხს გასაჭირი ქონდა. რა თქმა უნდა ჩვენმა გუნდმა ერთიანობა ამჯობინა და ამიტომ დავთანხმდით ისეთ შემოთავაზებას, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გუნდი მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა. ‘’მთავარი არხის’’ მხრიდან ამ ტიპის განცხადება და ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობა, არის პირდაპირ გეტყვით სრული უნამუსობა და ბოროტება. მივმართავ ზემოთხსენებული განცხადების ავტორს: უკადრებელს ნუ კადრულობ ‘’მეგობარო’’ერთგულებაზე კრიტიკას ვერ მივიღებთ,რადგან ვთვლით რომ ერთგულება უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი", - წერს ვანო ჯავახიშვილი.